четверг, 25 мая 2023 г.

Procedures That can assist you Acquire Huge

 They say the surest method of getting some thing from very little is by means of on the internet gaming. This statement is at its truest most effective when applied to the planet of no cost slot online games. With a lot to Participate in for without charge, totally free game titles have grown to be the most up-to-date favourites on this planet of online slots. Between all the other on the net games accessible to the avid gamers across the country, slots are in a position to dodge their technique to the top Even with facing some really potent Opposition from other online games. There could be two causes that brought about this consequence: a) Slot games are largely absolutely free and when ticketed, they supply extremely low-cost tickets, letting gamers to Participate in a great deal a lot more than they will Enjoy in another video game for a similar revenue and b) The Procedure of on line slots game titles is straightforward and straightforward to understand. With the Random Selection Technology system getting used to crank out the designs, the operation method is completely rigging free. With so much Performing for it, it can be very little question than that slot games have carved a distinct segment for by themselves in the hearts of online gaming enthusiasts.

The first thing to bear in mind when enjoying slots is the size of your bankroll. Even though free slots rid you of the fret, there would certainly become a time when you'd choose to place your cash in a slot video game and take a look at your luck While using the jackpot. For the duration of this kind of times, it can be a good idea to not be confused. Yet another system is to grasp when to stage down. When you are successful in one device for a couple of instances, don't devote all of your winnings, hoping to find the jackpot. In the event the equipment has previously exhibited a couple of successful combos, the lucky run is unlikely to carry on till the jackpot. The best way to earn at online slots is to have profitable combinations of symbols. The exact same rule relates to the two three reel and five reel slots as well as to totally free slot video games. The mixture sample is often horizontal or diagonal, according to the variety of traces staying performed for.

Actively playing on line slot game titles at sites dedicated to them is very advantageous at the moment. Most of these websites have extremely handsome and profitable welcome bonuses on provide to usher in new gamers into the location. With dollars match bonuses from the variety of 100%, two hundred% or far more occasionally, it truly is certainly a good time to get a slot player. Not only this, some Web-sites even present genuine hard cash, Definitely freed from Expense. To love this plan, you don't even should deposit. So just sign-up, enjoy bonuses, Engage in totally free slots and Have in mind some straightforward strategies for being Amongst the Blessed couple of who acquire big at slot web-sites.

понедельник, 17 августа 2015 г.

არჩევნები და დემოკრატია

    საჯარო-პოლიტიკური მმართველობა, როგორც ნებისმიერი მოქმედი სისტემა, უნდა იყოს დინამიკური სტაბილურობის მდგომარეობაში, ან უნდა გამოირჩეოდეს მდგრადობით შინაგანი თუ გარეგანი მადესტაბილიზირებელი ზეგავლენის მიმართ და ამავდროულად უზრუნველყოფდეს საკუთარ პროგრსს, განახლებას, განვითარებას, უნდა ითვისებდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ინოვაციებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ შესაძლებელია სტაგნაციური, რეგრესიული პროცესების განვითარებაც. არსებობს პოლიტიკური მმართველობის განახლების მთელი რიგი მექანიზმები, გზები და საშუალებები, რომელთა შორის უმთავრესია: პოლიტიკურ ინსტიტუტთა შეცვლა; ახალ პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკური საქმიანობის სხვა სუბიექტთა ფორმირება; მთლიანი პარტიული სისტემის ტრანსფორმირება; აუცილებლობით ნაკარნახევი კორექტივების შეტანა ხელისუფლების შტოებს შორის ურთერთქმედების სფეროში; კონსტიტუციის შეცვლა ან შესწორების შეტანა მასში; რეფერენდუმები საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხთა თაობაზე; ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა არჩევნები, ანუ შესაძლებელი ცვლილებები პოლიტიკური სისტემის ყველა ქვესისტემაში, იქნება ეს ინსტიტუციონალური, ნორმატიული, ფუნქციონალური, კომუნიკაციური თუ სხვა. არჩევნები, ჩვენი აზრით, საჯარო-პოლიტიკური მმართველობის განახლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიას წარმოადგენს. სწორედ ამ ამოცანის შესრულება დაკისრებული აქვს საარჩევნო სისტემას. ხელისუფლების წარმომადგენელთა თავისუფალი აღჩევნები ითვალისწინებს: საყოველთაო და თანასწორ საარჩევნო უფლებას პრინციპით: `ერთი ადამიანი ერთი ხმა~; კანდიდატურათა თავისუფალ წამოყენებას თავისუფალი განათლებისა და პარტიათა ფუნქციონირების უფლების საფუძველზე; ფარულ კენჭისყრას, ცენტრალური, სამხარეო და საუბნო არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიების შექმნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედგენას დემოკრატიული არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პარტიების თანაბარი წარმომადგენლობითი ან პარტიებთან კონსტიტუციების შემდეგ პარლამენტისა თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნულ წევრთა მოწვევით; ამომრჩეველთა სიების სიზუსტე კონტროლი მათი ადგილობრივ სასამართლოებში მოსალოდნელო გასაჩივრებისას გაუგებრობათა აცილების მიზნით; საჯაროობას ხმების დათვლის დროს, მის ჩატარებას იმ პირთა თანდასწრებით, რომლებიც შედიან კომისიის შემადგენლობაში; ხმების დათვლის შემდეგ ბიულეტენების შენახვას ოპერაციის განმეორებით ჩატარების შემთხვევეში; საარჩევნო კამპანიის შედეგების გადახედვის შესაძლებელობას სასამართლოს მიერ; სამართლიან საარჩევნო მართვის მექანიზმს, რომელიც გულისხმობს კანდიდატების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანაბრად გამოყენებას და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სამართლიან სისტემას და ა.შ. საარჩევნო სისტემა არის იმ წესების, ხერხებისა და პროცესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს და არეგულირებს პოლიტიკური ხელისუფლების სახელმწიფო წარმომადგენლობითი ორგანოების ლეგიტიმურ ფორმირებას. ყოველ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა ფუნქციონირებს კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ახდენს ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული სისტემის ძირითად დებულებათა დეტალიზებას. კანონმდებლობაში ასახულია დებულებები კანდიდატთა წამოყენების წესის, მათდამი წაყენებული მოთხოვნების, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. საარჩევნო სისტემა პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ თავადაც, სხვა სისტემათა მსგავსად, იყოფა სტრუქტურულ კომპონენტებად, რომელთაგანაც უმთავრესია: 1) საარჩევნო უფლება თეორიულ-იურიდიული კომპონენტი; 2) საარჩევნო პროცედურა (ან საარჩევნო პროცესი) პრაქტიკულ-ორგანიზაციული კომპონენტი.

   საარჩევნო სისტემებმა ხანგრძლივი ევოლუციური გზა გაიარეს. სამსაუკუნოვანი განვითარების შედეგად წარმომადგენლობითმა დემოკრატიამ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ორი ძირითადი სისტემა შეიმუშავა, ესენია: მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემები. მათ საფუძველზე თანამედროვე პირობებში შერეული ფორმებიც გამოიყენება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ისეთი სისტემაა, რომლის დროსაც არჩევნებში გამარჯვებულად ითვალება ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეთა (ზოგ შემთხვევაში კი, ამომრჩეველთა სიით შემადგენლობის) ხმების 50%-ს პლუს 1 ხმას მოაგროვებს. მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა არის ის, რომ მასში ჩადებულია ეფექტური და სტაბილური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობანი. იგი საშუალებას აძლევს მსხვილ და კარგად ორგანიზებულ პარტიებს, ადვილად გაიმარჯვონ არჩევნებში და ჩამოაყალიბონ ერთპარტიული მთავრობა. მაჟორიტარული სისტემის მთავარ ნაკლთა შორის კი შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ქვეყნის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების ორგანოებში წარმომადგენლობის გარეშე რჩება; პარტია, რომელიც არჩევნებში მოწინააღმდეგეებზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, პარლამენტში შესაძლოა დეპუტატთა უმრავლესობით იქნეს წარმოდგენილი; ორ პარტიას, რომელიც ხმათა ერთნაირ ან თითქმის თანაბარ რაოდენობას მოიპოვებენ, ხელისუფლების ორგანოებში კანდიდატთა არათაბარი რაოდენობა შეჰყავს. პროპორციული სისტემა ითვალისწინებს კენჭისყრას პარტიული სიების მიხედვით, ანუ შესაბამისი სადეპუტატო მანდატების პროპორციულ განაწილებას არჩევნებში ამა თუ იმ პარტიის მიერ დაგროვებული ხმების შესაბამისად. ამასთანავე თითქმის ყველა კანონმდებლობაში არსებობს ბარიერი (ჩვეულებრივ, ეს არის ამომრჩეველთა ხმების 5% ან 7%), რომელიც უნდა დაძლიოს პარტიამ, რათა წარმომადგენელი იქნეს საკანონმდებლო ორგანოებში. პროპორციული საარჩევნო სისტემის ღირსებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მისი მეშვეობით ფორმირებული ხელისუფლების ორგანოები საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების, პოლიტიკურ ძალათა განლაგბის რეალურ სურათს ასახავას. იგი უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უკუკავშირის სისტემას და შედეგად ხელს უწყობს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მრავალპარტიულობას. პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაკლად კი მიგვაჩნია: მთავრობის ფორმირებისას წამოჭრილი სირთულე, დაკავშირებული მკაფიოდ და მტკიცე პროგრამის მქონე დომინანტი პარტიის არსებობასთან; ისეთი მრავალპარტიული კოალიციების შექმნა, სადაც ერთიანდებიან ერთ საფუძველზე შექმნილი მთავრობები არასტაბილურობით გამოირჩევიან. პროპორციუულ საარჩევნო სისტემას საქმე იქამდე მიჰყავს, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერ სარგებლობენ მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება მოიპოვონ წარმომადგენლობა სახლმწიფო ხელისუფლების ორგანოებში. გამომდინარე იქიდან, რომ კენჭი ეყრება არა კონკრეტულ დეპუტატს, არამედ მთელ პარტიას, უშუალო კავშირი დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის მეტად სუსტია. ვინაიდან პროპორციული სისტემის მიხდვით კენჭი ეყრება პოლიტიკურ პარტიას, ეს განაპირობებს დეპუტატის პარტიასა და მის ხელმძღვანელობაზე დამოკიდებულების გაძლიერებას. დასახელებული გარემოებები ზღუდავს პარლამენტარის საკანონმდებლო აქტების განხილვისა და მიღების პროცესში. შერეული საარჩევნო სისტემა აერთიანებს ორივე ზემონახსენები სისტემის ელემენტებს. თანამედროვე საქართველოში დეპუტატთა ნაწილის არჩევა ხდება პროპორციულად, ნაწილისა კი მაჟოტიტარულად. ეს ხელს უწყობს მყარი, სტაბილური მთავრობის ფორმირებას. წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თავისი შინაარსითა და ბუნებით შეიძლება რამოდენიმე სახედ დავყოდ. კერძოდ არსებობს არჩევნების შემდეგი კლასიფიკაცია: საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო, საყოველთაო და ნაწილობრივი, მორიგი და ვადამდელი, დამატებითი და შუალედური, მრავლპარტიული და ერთპარტიული, პირდაპირი და ირიბი. არჩვენები იყოფა საპარლამენტოდ და საპრეზიდენტოდ იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ორგანო აირჩევა, საქართველოსთვის ცნობილია ორივე სახის არჩევნები. დემოკრატიზაციის ევოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში განხორციელდა საარჩევნო რეფორმა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა სწორედ 1995 წელს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. ასეთ რეფორმას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ესაჭიროებოდა. მაშასადამე, აქ საუბარი ეხება საქართველოს საარჩევნო სამართლის წყარობს, ანუ იმ სპეციფიკურ ფორმებს, რომლებიც შეიცავენ საარჩევნო სისტემის მომწესრიგებელ სამართლის ნორმებს და რომლებიც შეადგენენ საარჩევნო სამართლის შინაარსს ობიექტური გაგებით. საარჩევნო სამართლის ასეთ წყაროს, პირველ ყოვლისა, წარმოადგენს საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც შეიცავს საარჩევნო სამართლის ძირითად პრინციპებს. სააჩვენო საკანონმდებლო აქტები, ჩვეულებრივ, არ ატარებს მავალებელ ხასიათს სხვა სახლმწიფო ორგანოებისათვის ამ აქტებში მოცემული სამართლის ნორმების დასაკონკრეტებლად და განსავითარებლად. მაგრამ, თუკი მაინც გაჩნდა დაკონკრეტების პრაქტიკული აუცილებლობა, იგი კეთდება კომპეტენტური სახელმწოფო ორგანოების მიერ ოფიციალური ან არაოფიციალური წესით. ცენტრალური ადგილი არჩევნების შესახებ არსებულ ნორმებს შორის ეკუთვნის საქართველოს რეფორმირებული საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურ საფუძველბს. ის წარმოადგენს დემოკრატიულ ნორმებს, რომელებიც საკმაო ხანია აპრობირებულია მსოფლიოს საზოგადოების მიერ ზოგადი სახით ისინი ჩამოყალიბებულია კონსტიტუციის 49-ე და 70-ე მუხლებში, რომელთა მიხედვით საქართველოში არჩევნები ტარდება საყოვლთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველივე ე სკი არის დეკლარირებული, მაგრამ რეალურ სინამდვილეში ადგილი აქვს მრავალ დარღვევას, უზუსტობას და დანაშაულებსაც კი. დემოკრატიულობაზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ზედმიწევნით ზუსთად არის დაცული აღნიშნული პრინციპები. ამ პრინციპებმა უნდა განპირობოს მოსახლეობის ფართო მასების მონაწილეობის უზრუნველყოფა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში და განვითაროს საარჩევნო კამპანიის განხორციელების პრაქტიკის ახალი ფორმები მომავალში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე სახმწიფოებში. ზემოთ აღნიშნული პრინციპები საყოველთაოდ არის აღიარებული კონსტიტუციურ დონეზე. საქართველოს საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს დემოკრატულ პრინციპს წარმოადგენს საყოველთაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომელსაც საარჩევნო ასაკი აქვს, განურჩევლად ეროვნული, რასობრივი და სქესობრივი კუთვნილებისა, ქონებრივი მდგომარეობისა, განათლების ცენზისა, რელიგიური რწმენისა მონაწილეობს არჩევნებში. შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვიც ფსიქიურადაა დაავადებული ან მსჯავრდებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელს იხდის. აღნიშნული პრინციპის მიხედვით სუბიექტური სააარჩევნო უფლება ენიჭება ყველა მოქალაქეს გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. აქტიური საარჩევნო უფლება [აქტიური საარჩევნო უფლება ეს არის საერთო საარჩევნო უფლება, ანუ ხმის უფლება სახელმწიფოს და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. ეს უფლება გამოიყენება არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღების არამედ საყოველთაო სახალხო კენჭისყრის ანუ რეფერენდუმის შემთხვევაშიც. აქტიური საარჩევნო უფლებით აღჭურვასთან დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური უფლებების არსებობა. კერძოდ, პირს, რომელსაც გააჩნია ხმის უფლება ამომრჩეველი ეწოდება, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა ერთობლიობას, რომელსაც ხმის უფლება გააჩნია საარჩევნო კორპუსი] საქართველოში ენიჭება პირებს სრულწლოვანობის მიღწევის შემდეგ, რომელიც დგება 18 წლის ასაკიდან. პასიური საარჩევნო უფლებებისათვის [პასიური საარჩევნო უფლება არის პირის უფლება, თავად იქნეს არჩეული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში] კი გათვალისწსინებულია უფრო გაზრდილი ასაკობრივი ცენზი, კერძოდ, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებში პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქმნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. არც ერთ სხვა საარჩევნო ცენზს საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. არჩევნების საყოველთაობის ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი. ამომრჩეველთა სიებში ჩართულია ყველა მოქალაქე, რომლებიც, გარდა ამისა, რომ აღჭურვილნი არიან საარჩევნო უფლებით, ამავდროს, სიის შედგენის მომენტისათვის მუდმივად ცხოვრობენ მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ასევე იძულებით გადაადგილებული (ლტოლვილები) პირები მათ ფაქტობრივი საცხოვრებელის მიხედვით.

   არჩვენების საყოველთაობა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ამომრჩევლისათვის კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი არჩევნების დღეს. თანასწორობის პრინციპი ავსებს და ავითარებს არჩევნების საყოველთაოობას. თანასწორობის პრინციპი არჩევნებში წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოქალაქეთა თანასწორობის პირდაპირ შედეგს ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. სახელმწიფოს ყოველი მოქალაქე, როგორი მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს მას, სადაც არ უნდა მუშაობდეს და ცხოვრობდეს იგი, იმყოფება თანაბარ მდგოამარეობაში სხვა მოქალაქეებთან ერთად. არცერთი ამომრჩეველი არ სარგებლობს რაიმე პრივილეგიით. თანსაწორობის პრინციპი დაცულია იმ შემთხვევაშიც, როცა მოქალაქე წამოყენებულია დეპუტატობის კანდიდატად: მას შეუძლია კენჭი იყაროს მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში. პირდაპირი არჩევნები დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის კავშირის უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომლის თანახმად დეპუტატები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში აირჩევიან უშუალოდ ამომრჩევლების მიერ, ე.ი. ყოველგვარი შუალედური არჩევნების გარეშე, როგორც ეს ხდება მრავასაფეხურიანი სისტემის დროს. პირდაპირი არჩევნების დემოკრატიული ბუნების გამომხატველია ის, რომ არჩევნების ასეთი წესის თანახმად ამომრჩევლებმა ზუსტად იციან, ვის ირჩევენ და ვისგან შეუძლიათ მოთხოვონ ანგარიში. ამომრჩეველი მხოლოდ პირდაპირ აძლევს ხმას. სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა დაუშვებელია. თუმცა, ზოგიერთ, სახელმწიფოში არჩევნები ტარდება როგორც პირდაპირი ასევე ირიბი წესით. ფარული კენჭისყრა საქართველოს საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელიც გულისხმობს ისეთ წესს, რომლის დროსაც ამომრჩეველი აძველევს ხმას სხვა პირებისგან დამოუკიდებლად. არჩევნების პროცესში დარღვევის ყველაზე პოპულარული მეთოდი კენჭისყრის შედეგების გაყალბებაა. ამიტომ, მის აღკვეთას დემოკრატიულ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მაგალითად, ინგლისში, კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, კომისიის წევრების, დამსწრე მეთვალყურეებს, ნდობით აღჭურვილ პირებს და საზოგადოებას უჩვენებს ცარიელ ურნებს და მათი თანდასწრებით ახდენს ყუთის დალუქვას. არჩევნების დამთავრების შემდეგ ხმების დათვლა მიმდინარეობს ხმის დამთვლელი სპეციალური აგენტების კონტროლის ქვეშ. საქართველოში ყოველი საარჩევნო კამპანიის წინ (ასე მოხდა 1990, 1992, 1995, 2000, 2008, 2012წწ.) იწყება დისკუსიები არჩევენების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე. არჩევნების გადადების მომხრენი, ისინი კი რაოდენობით საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, შემდეგ არგუმენებს ეყრდნობიან: კანონები არ არის სრულყოფილი, მათში მრავლად არის შეცდომები, აუცილებელია მათი დამუშავება; საარჩევნო კამპანიის შედეგების მიხედვით რიგ ქალაქებში და თვით ცენტრალურ აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში მოდიან კრიმინალური წარსულის მქონე ლიდერები, ასე რომ, უნდა ხდებოდეს ხელმძღვანელობის არა არჩევა, არამედ დანიშვნა; არჩევნები არღვევენ მყიფე სტაბილურობის მდგომარეობას; აღმასრულებელი ხელისუფლების ოპოზიციური საკანონმდებლო ორგანოები ამუხრუჭებენ რეფორმების წინსვლას, საქმეს ადვილად მოევლება წარმომადგენლობითი ხელსუფლენის გარეშეც; საქართველოს პარლამენტის ახალი შემადგენლობა არ იქნება უკეთესი (უფრო შრომისუნარიანი) ადრე არსებულთან შედარებით, ამიტომაც აზრი არა აქვს ახალ არჩევნებს; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ იძლევა ფალსიფიკაციისა და გაყალბების თავიდან აცილების გარანტიებს; ხალხი დაიღალა არჩევნებით, საჭიროა მუშაობა და არა `პოლიტიკური თამაშის~ გაგრძელება; არჩევნები ფინანსური ხარჯების თვალსაზრისით საკმაოდ დამამძიმებელი ტვირთია საზოგადოებისთვის; უნდა მოიხსნას 7%-იანი ბარიერი, ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ათეულობით პარტიიდან, ორგანიზაციიდან და მოძრაობიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანია წარმოდგენილი, პარლამენტი ვერ ახერხებს საზოგადოების წინაშე მდგომი საკითხების ადეკვატურად გადაჭრას; არჩევნები ეს არის ელიტის არასასურველი ცვლა; ამომრჩევლისათვის ძნელია მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში გარკვევა, საჭიროა დრო პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად და ა.შ. ჩამონათვალი შიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ჩვენი აზრით უფრო მეტი წონა აქვს და დამაჯერებლობა იმ არგუმენტებს, სურვილებსა და გამონათქვამებს, რომლებიც არჩევნების აუცილებლობას უკავშირებენ პოლიტიკური სისტემის, საჯარო მმართველობის განახლებასა და სრულყოფას. პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტებისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია და ლეგალიზაცია განვითარებულ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაყრდნობით არსებითად უწყობს ხელს ჭეშმარიტად თავისუფალი, თანასწორი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას მრავალპარტიული სისტემის პირობებში. ამავდროულად, როგორც მინიმუმ, გულიხმობს პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის მოპოვებას, ფინანსური და პოლიტიკურ-სახელისუფლებო რესურსების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობას.

   რადგან ქართული პოლიტიკურ-სამართლებრივ კულტურაში არ არსებობს კომპრომისებისა და შეთანხმების ტრადიცია, ირღვევა არჩევნების ლეგიტიმურობის ფუნქცია და ხელი ეშლება დემოკრატიული პოლიტიკურ-სამართლებივი კულტურის ჩამოყალიბებას. ასე, 1992, 1995, 2000, 2008, 2012წ.წ. საარჩევნო კამპანიებში პარტიათა და ლიდერთა უმეტესობა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა გამოაშკარევებით, მათ წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალების მოძიებითა და გამოყენებით იყო დაკავშირებული. შემდეგ, ქართველი ამომრჩეველი მოკლებული იყო საზოგადოების მდგომარეობაში, ეკონომიკისა და კულტურაში, კრიზისისა და კონფლიქტის მიზეზებში სერიოზულად გარკვევის შესაძლებლობებს. კანდიდატები, ნაცვლად იმისა, რომ განეხილათ, კრიზისიდან გამოსავლის რეალური გზები და მიეღწიათ შეთანხმებისათვის, ერთმენეთს კომპრომატების მოპოვებასა და ბრალის წაყენებაში ეჯიბრებოდნენ. თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში არჩევნები ითვლება ისეთ პროცედურად, რომლის საშუალებითაც ხდება პოლიტიკური სისტემის ფორმებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. არჩევნბი დემოკრატიის არსებობის, მმართველი პოლიტიკური ელიტის ცვლის საშუალებაა, იგი არის მშვიდობიანი გზით, ხალხის ნება-სურვილის გამოხატვის შედეგად ძალაუფლების ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორის ხელში გადასვლის მექანიზმი. არჩევნების წარმატებით ჩატარება და საზოგადოების მხრიდან მისი შედეგების აღიარება დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს. ჩვენი აზრით, არჩევნები უნდა განიხილებოდეს როგორც მასების მმართველ ელიტაზე კონტროლის ფორმა. თუ პოლიტიკური ხელისუფლება პოლიტიკური სისტემა არ გამოხატავს ამომრჩეველთა ინტერესებს, არჩევნები მისი შეცვლის, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შესაძლებლობებას იძლევა; ოპოზიცია კი, როგორც წესი, არჩევნებზე მიდის პოლიტიკური სისტემის ძირითადი სუბიექტების კრიტიკით. თუმცა, თავად ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემის ძირითად სუბიექტებსაც ძალუზთ შეცვალონ პოლიტიკური კურსი ამომრჩეველთა ზეგავლენით, რათა მოიპოვონ მათი მხარდაჭერა მორიგ არჩევნებზე. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს 2012 წლის, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, როდესაც წერტილი დაესვა ნაცმოძრაობის ანტიეროვნული პოლიტიკური რეჟიმის არსებობას, ნაციონალების საჯარო მმართველობას.

   ამგვარად, არჩევნები თავისებურ პოლიტიკურ ბაზარს წარმოადგენს. პრეტენდენტები, რომლებიც იბრძვიან გარკვეული თანამდებობებისა და ადგილების დასაკავებლად, ამომრჩევლებს წარუდგნენ თავიანთ პროგრამებისა და დაპირებებს მათგან სახელისუფლებო უფლებამოსილებათა მისაღებად. როგორც ყველა სხვა ბაზარზე, აქაც ხდება მოტყუება, ამომრჩევლის ნდობით სპეკულირება. ამიტომ არჩევნები ეფექტურია მაშინ, როცა სახელმწიფოში საარჩევნო სამართალი მოქმედებს როგორც საარჩევნო პროცედურის მარეგულირებელი კანონების სისტემა და რომელიც იმის საწინდარია ჩამოყალიბდეს ეფექტური, ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული საჯარო მმართველობა, ასეთი საარჩევნო სისტემა საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა, რაზედაც მიუთითებს 2012წლის ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნები. ასე რომ, არჩევნები, პირველ რიგში, პოლიტიკური მმართველობის განახლების ტექნოლოგიაა, რომელიც ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მთელ მსოფლიოში და დღესდღეობით საქართველოში მიღებული პრინციპების თანახმად ხორციელდება, ესენია: მოქალაქეთათვის და პოლიტიკური ძალათათვის ძირითადი კანონის შესაბამისად პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების (აირჩიოს ან იყოს არჩეული) უფლების რეალიზების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა შეგნებაში მოქმედი კანონებისა და ტრადიციების პატივისცემისა და მორჩილების დანერგვა; პოლიტიკური პარტიების, საარჩვენო გაერთიამებების, არჩეული დეპუტატების, საზოგადოების განვითგანვითარების პარადიგმების დაზუსტების კონსტიტუციური შესაძლებლობა; პარტიათა პოლიტიკური წონისა და ავტორიტეტის, თანამედროვე პოლიტიკური კურსის ფორმირებაში მათი მონაწილეობიოს შესაძლებლობების რეალური განსაზღვრა; კადრების მომზადების, შერჩევისა და აღზრდის შესაძლებლობა პოლიტიკური ელიტის განახლების მიზნით; საკანონდმებლო ორგანოს ან ამა თუ იმ ლიდერის ლეგიტიმურობის გაძლიერება (განახლება); პარლამენტის სტრუქტურების მოყვანა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური ცხოვრების ცვალებად პირობებთან შესაბამისობაში; პარტიული სისტემის ფორმირება და სტრუქტურირება, მისი საზოგადოების მოთხოვნებთან ადეკვატურ მდგომარეობაში მოყვანა; პოლიტიკური სისტემის ძირითადი სუბიექტების ახალ პირობებთან ადაპტაციის შესაძლებლობა; როგორც ლიდერთა, ასევე მთლიანად საზოგადოების პოლტიკური კულტურის სრულყოფა. დასკვნის სახით ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოდ შემდეგი მოსაზრება, რომ სახლმწიფო ხელისუფლების ორგანოების არჩევების უდიდედსი როლი აკისრია ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, კონკრეტულად: 1.არჩვენები წარმოადგენს ისეთ პოლიტიკურ ინსტიტუტს, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს და სოციალურ ჯგუფებს, ჩამოაყალიბონ და საჯაროდ გამოაცხადონ თავიანთი რეალური და მოჩვენებითი ინტერესების შესატყვისი მოთხოვნები, გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა ამა თუ იმ ლიდერის პოლიტიკური კურსის მიმართ, ან უარყონ იგი. 2.კენჭისყრა (ხმის მიცემა) წარმოადგენს პოლიტიკური კონფლიქტის გადაწყვეტის ძირითად მექანიზმს; არჩევნების პროცესში კონკრეტული ბრძოლა მიმდინარეობს მშვიდობიან ვითარებაში. არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესები საწყის ეტაპზე შეიძლება არსებითად განსხვავებული იყოს, მაგრამ წინასაარჩევნო ბრძოლის ლოგიკა აიძულებს მათ, უკიდურესი პოლიტიკური პოზიციების ტრანსპორმირება მოხდეს მაქსიმალური კონსესუალური დათმობით; წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე მათგანმა ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს. 3.არჩევნები წარმოადგენს საჯარო-პოლიტიკური მმართველობის ლეგალობისა და ლეგიტიმაციის საიმედო საშუალებას, რამდენადაც იგი ხელს უწყობს მოსახლეობის განაწილებას პოლიტიკურ პარტიებში (წევრებად ან მათ თანამგრძობებად), ამომრჩეველთა კლუბებში და სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში, რომლებიც იქმნება საკუთარი ინტერესების დაცვისა და მემარცხენე თუ მემარჯვენე ექსტრემისტული მოძრაობისათვის სოციალური ბაზის მოსპობის მიზნით. კონკრეტული პარტიული სისტემების არსებობის დროს ყოველი პარტია ქმნის საზოგადოებასთან კავშირის თავის ქსელს და ამით ხელს უწყობს არსებული პოლიტიკური რეჟიმის გაძლიერებას. 4.არჩევნები წარმოადგენს პიროვნების პოლიტიკური სოციალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას, რამდენადაც საყოველთაო საარჩევნო უფლება, წინასაარჩევნო ასოციაციების შექმნა, პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენება, ხელს უწყობს, როგორც ამომრჩეველთა განათლების დონის ამაღლებას, ასევე პოლიტიკურ პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩაბმას. 5.მიუხედავად ჩატარებული რეფორმებისა, საქართველოს საარჩევნო სისტემას ახასიათებს მრავალი ნაკლოვანება, მოუქნელობა და არაეფექტურობა. ჩვენ ვიზიარებთ პროფესორ ვლადიმერ ჭანუყვაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არჩევნები ყოველთვის ვერ ასრულებენ პოზიტიურ ფუნქციას პოლიტიკურ პროცესში. ტრანსფორმირებად საზოგადოებაში, რომელიც იმყოფება გარდამავალი პერიოდის პირობებში, სადაც ერთიანი პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ ფეხმოკიდებული არ არის, სოციალური სტრუქტურა არამდგრადია, მარგინალური ფენებისათვის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობათა გაფართოებამ შეიძლება შეაფერხოს პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესი რამდენიმე მიზეზით: ტრადიციულ ღირებულებებით ორიენტირებთან მარგინალური ფენების სიჭარბით; საყოველთაოდ აღიარებული პოლიტიკური ინტერესებისა და ერთიანი ღირებულებითი ორიენტირების უქონლობამ კენჭისყრა კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებიდან შეიძლება აქციოს მის წყაროდ, რამდენადაც არჩევნები აღრმავებენ დაპირისპირებულ მხარეთა პოლარიზირებას. ამრიგად, არჩევების როლი და მნიშვნელობა მხოლოდ ერთი განზომილებით არ შეიძლება შეფასდეს. შეიძლება ერთმნიშვნელოვანი და დამაჯერებელი დასკვნა გავაკეთოთ – საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა არჩევნები წარმოადგენს საჯარო-პოლიტიკური მმართველობის შეცვლის უმნიშვნელოვანეს, ეფექტურ ტექნოლოგიას. სწორედ, ამიტომ, მნიშვნელოვანია საკითხი – არჩევნების როლი დემოკრატიული და არადემოკრატიული საზოგადოების საჯარო-პოლიტიკური მმართველობის სისტემაში. სახელმწიფოში არსებული ხელისუფლების დემოკრატიულობაზე ან არადემოკრატიულობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით ტარდება ქვეყანაში არჩევნები. რამდენად დემოკრატიულია საარჩევმო კანონმდებლობა რადგან საარჩევნო პროცესი უშუალო და შუალობითი დემოკრატიის მთელ კომპლექსს მოიცავს, რომელთა განხორციელებით წყდება სახელმწიფო ხელისუფლების ლეგალიზაციისა და ლეგიტიმაციის საკითხი. სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული საჯარო-პოლიტიკური მმართველობის ხარისხი. არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უზრუნველყოფს ხელსიუფლებაში ხალხის პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობას. მათი პოლიტიკური უფლებების ნების დგამოვლენას.

   1948 წლის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად: ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება ეს არის პოლიტიკური ნების გამოვლენა, ანუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება "ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ხელისუფლების საფუძველი: ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და არა ფალსიფიცირებულ არჩევნებში, ფარული კენჭისყრით ან თანაბარმნიშვნელოვანი ფორმებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას". იგივე პრინციპია დაცული საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციის მეხუთე მუხლში: "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი: სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ხალხის თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის და სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით". დემოკრატიული ხელისუფლების მყარი გარანტი და მდგრადი საძირკველი სწორედ დემოკრატიული არჩევნებია, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციეს საფუძველია. პოლიტიკურ და იურიდიულ ლიტერატურაში გამოყოფენ უშუალო და შუალობითი დემოკრატიის ფორმებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უშუალო დემოკრატიის დროს მოქალაქეები იკრიბებიან და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, შუალობითი დემოკრატიის დროს მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ სამთავრობო საქმეებში მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების საშუალებით, რომელთაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები მათ მაგიერ.

   არჩევნები, როგორც კონსტიტუალიზირებული და ინსტიტუალიზირებული მექანიზმი შედგება სხვადასხვა სტადიებისაგან ეს პროცესი, თავის მხრივ, შესაბამის საზოგადოებრივ ურთიერთობათა რთულ კომპლექსს წარმოადგენს. ამ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელშიც მრავალი და სრულიად განსხვავებული სუბიექტები მონაწილეობენ. ქმნის საარჩევნო სისტემას. რაც ნიშნავს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების გზით საჯარო ხელისუფლების ორგანოების ფორმირებასთან და მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებასთან. არჩევნები სახემწიფოს დემოკრატიულობის აუცილებელი პირობაა და არა მისი გარანტი. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს საბჭოთა კავშირში ჩატარებული რეგულარული არჩევნები, რომლებშიც მოსახლეობის 99% იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევეში არ უნდა განიხილოს, როგორც საბჭოთა ხელისუფლების დემოკრატიულობის მაჩვენებელი. ზემოაღნიშნული ქმნიდა ხელისუფლების კანონიერების ილუზიას და იმიტაციას, რეალურად კი სახეზე იყო ერთპარტიულობა, რაც თავისთავად გამორიცხავდა ალტერნატიულობასა და კონკურენციის შესაძლებლობას, სანამ გადავიდოდეთ არჩევნების დემოკრატიულობის უშუალო დახასიათებაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავარკვიოთ თუ რაში მდგომარეობს თავად ხელისუფლების დემოკრატიულობა. პირდაპირი შეფასებები დემოკრატიული სახელმწიფოსი საკმაოდ რთულია ამ შემთხვევაში უნდა გამოიყოს პროცედურული, პროცესუალური და არსეული ანუ შინაარსეული მიდგომა ამდენად, გამოყოფილია დემოკრატიის ხუთი კრიტერიუმი: 1. მოსახლეობის უმეტესობას შეუძლია მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესებში (მოიცავს საყოველთაო მონაწილეობის პრინციპს); 2. ხმის მიცემა ფარულია და თავისუფალია ძალდატანებისაგან (მოიცავს პოლიტიკური და თანასწორობის პრინციპს); 3. ხელმძღვანელებს ირჩევენ თავისუფალი არჩევნების გზით, რომელშიც მონაწილეობას იღებს, სულ ცოტა ორი მეტოქე პარტია (მოიცავს უმრავლესობის მმართველობის პრინციპს); 4. ხელისუფლება თავის ლეგიტიმურობას აფუძნებს მოქალაქეთა სურვილებზე (მოიცავს უკუკავშირის პრინციპს); 5. მოქალაქეები ხელმძღვანელები და პარტიების თანამდებობის პირები სარგებლობენ სიტყვის, პრესის, შეკრების, რელიიგიისა და გაერთიანების ძირითადი თავისუფლებით (არსისეული პოლიტიკა, რომელიც ქმნის პირობას სხვა კრიტერიუმების ცხოვრებაში გასატარებლად).

არჩევნების დემოკრატიულობის კრიტერიუმები პირობითად შეიძლება დაიყოს შემდეგ კრიტერიუმებად:    დემოკრატიული არჩევნები არის წარმომადგენლობითი, რაშიც მისი საყოველთაობა იგულისხმება, რაც ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რასის, ერის, სქესის და ა.შ. მიუხედავად. გამოყოფენ აგრეთვე წარმომადგენლობითი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რაც თავის თავში მოიცავს ფუნქციონირებადი, წარმომადგენლობითი სისტემის შექმნას; წარმომადგენლობითი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზმი, რაც ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს თეორიულად შეუძლია იყოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, ვის ინტერესებსაც იზიარებდა წინა საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის თავად კანდიდატის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ურთიერთობები, კომუნიკაციები, კავშირები საზოგადოების სხვადასხვა ფენების მიმართ; 1 საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის გაერთიანება ერთი პოლიტიკური პლათფორმის და პოლიტიკური ლიდერის გარშემო, რის შედეგადაც ფორმირდება საერთო პოლიტიკური ნება; 2 არჩევნების დემოკრატიულობისათვის აუცილებელია მისი პერიოდულობა, რაც ნიშნავს რომ გარკვეული ორგანოები და თანამდებობის პირები აირჩევიან განსაზღვრული დროის ვადით; 3 დემოკრატიული არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება საარჩევნო კომპანიის წარმართვისა და განხორციელებისა; 4 მოქალაქეთა აქტიურობისა და ხელისუფლების კონტროლის უზრუნველყოფა, რაშიც მოიაზრება ამომრჩეველთა კორპუსის მობილიზება; მოსახლეობის პოლიტიკური თვითშეგნების ფორმირება და განვითარება; სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შედეგად იქმნება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო – პარლამენტი; 5 არჩევნები ხელს უწყობს სოციალურ მანევრირებასა და პოლიტიკური `ელიტის~ სელექციას. არჩევნების საშუალებით ხალხი წყვეტს თუ ვის მიანიჭოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უფლება და რომელ საჯარო-პოლიტიკური მმართველობის ფორმას ენიჭება უპირატესობა; 6 არჩევნების შედეგების საბოლოობა (აქ არ იგულისხმება არჩევნების შედეგების გასაჩივრება სასამართლოს წესით, რაზედაც არ შევჩერდებით, რადგან ეს საკითხები მიეკუთვნება სამართლის რეგულირების სფეროს). თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები საერთაშორისოდ აღიარებულია, თანამედროვე არჩევნებს ახასიათებთ შემდეგი ფუძემდებლური პრინციპები: 1 საყოველთაო ხასიათი; 2 პირდაპირი (ირიბი) ხმის მიცემა; 3 თანაბარი ხმის მიცემა; 4 ფარული კენჭისყრა; 5 მოქალაქეთა თავისუფალი მონაწილეობა, რაშიც იგულისხმება ამომრჩეველთა ნებაზე უკანონო ზეწოლის გამორიცხვა.